Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ აძურის მთავარი იარაღი ერთიანობაა“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ ევროპის ჩემპიონატზე აძურის ასპარეზობა შეაფასა.

„იტალია შესანიშნავად გამოიყურება და ვფიქრობ, რომ თავისი შესანიშნავი თამაშით მათ მთელი მსოფლიო, მათ შორის იტალიელებიც კი გააკვირვა.

„აძური არა მხოლოდ შედეგიან, არამედ ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ შემადგენლობაში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ამ გუნდის მთავარი ძალა ერთიანობა და შეკრულობაა.

„მანჩინის ძალიან გაუმართლა, რადგან მას ერთ პოზიციაზე მინიმუმ ორი უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელი ჰყავს და თამაშის მსვლელობის დროს როგორც შეტების, ასევე დაცვის გაძლიერება შეუძლია.

„ჩვენ ესპანეთთან ურთულესი შეხვედრა გველოდება, მაგრამ აძურის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.“