Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ მილანის და ინტერის ახალი სტადიონი მთელი სერია ა-სთვის სასარგებლოა“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ მილანის და ინტერის ახალი სტადიონის შესახებ ისაუბრა.

გუნდებმა სტადიონის მშენებლობაზე მწვანე შუქი მერიისგან მიიღეს, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომლებიც სან სიროს შენარჩუნებას ითხოვენ.

„მილანის ისტორიაში ინოვაციური იდეები და საქმისადმი მიდგომა ყოველთვის სახეზე იყო. გუნდის მფლობელებიდან დაწყებული, მწვრთნელებით დასრულებული როსონერი იტალიურ ფეხბურთში ყოველთვის სიახლეებს თესავდა და ვფიქრობ, რომ ახალი სტადიონის აშენება, რომელიც უშუალოდ გუნდების საკუთრებაში იქნება, სწორედ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ინტერს და მილანს უმაღლეს დონეზე დაბრუნებაში დაეხმარება.

„მილანი, ინტერი და იუვენტუსი სერია ა-ში საუკეთესო გუნდები არიან, რომლებმაც თავიანთი შემადგენლობების, ინფრასტუქტურის და სხვა ასპექტების განვითარებით სერია ა უფრო მიმზიდველი კონკურენტუნარიანი და საინტერესო ჩემპიონატი უნდა გახადონ, რაც თავის მხრივ სხვა გუნდებსაც გააძლიერებს და ვფიქრობ, რომ ახალი სტადიონი მთელი იტალიისთვის სასარგებლო იქნება.“