Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ მილანი-ნაპოლი დიდებული სანახაობა იქნება“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ მილანი-ნაპოლის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მე ძალიან კარგ მატჩს ველოდები გუნდებს შორის, რომლებიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. ორივე მათგანი შემტევ სტილს ანიჭებს უპირატესობას და გოლების გატანას ცდილობენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგებს დიდებული სანახაობა ელოდებათ.

„ჩვენი გამარჯვება ნაპოლის 6 ქულით ჩამოგვაშორებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეპიზოდური ჩავარდნაა და გუნდი ჩვეულ დონეს ძალიან მალე დაუბრუნდება.

„ნაპოლის ძალიან სწრაფი და დინამიკური ნახევარდაცვა ჰყავს, ამიტომ მილანმა პასების დროს მეტი სიზუსტე უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დავისაჯოთ კიდეც.“