Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარეზი:“ რაშფორდი მილანს ძალიან მოუხდებოდა“

მილანის ლეგენდამ ფრანკო ბარეზიმ მანჩესტერი – მილანის მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ამ ეტაპზე ხვდებიან, მათი დუელის ნახვა მომდევნო ეტაპებზე უფრო საინტერესო იქნებოდა. ჩვენ ამ მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით და ვიცით, რომ შეგვიძლია მანჩესტერს დიდი პრობლემები შევუქმნათ.

„მილანი კარგ სეზონს ატარებს, ჩვენ ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და ყოველთვის მომავალს ვუყურებთ და არა წარსულს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და ჩვენ ამ მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ.

„სერია ა-ს მოგება სცენარის საუკეთესო განვითარება იქნებოდა, მაგრამ მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება რჩება. იუნაიტედი ზუსტად ჩვენს მსგავს სიტუაციაშია. მათ ჩემპიონთა ლიგა მოულოდნელად დატოვეს და იქ დაბრუნება სურთ.

„მილანი იუნაიტედს დიდ პატივს სცემს. ჩვენ ორ უდიდეს გუნდზე ვლაპარაკობთ, რომლებსაც შესანიშნავი წარსული აქვთ. როსონერი მოედანზე საჭირო მენტალობით გავა და მანჩესტერს პრობლემებს შეუქმნის.

„ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, იუნაიტედი ევროპა ლიგის ფავორიტია, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

მილანს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, მათ შორის გამორჩეული ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

„იბრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის უბრალოდ ლიდერზე ბევრად მეტია, თუმცა როსონერის ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და შეგვიძლია, რომ იბრას არყოფნა გადავფაროთ.“

ბარეზის ფავორიტი ფეხბურთელი მანჩესტერში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

„მე მარკუს რაშფორდი ძალიან მომწონს, ის გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც მილანს ძალიან მოუხდებოდა. მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

„რაშფორდი თანამედროვე ფორვარდია, რომელსაც ყველა დავალების შესრულება შეუძლია. მან უკვე ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია და არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

„ტომორი ? ის ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც ძლიერი მენტალობა აქვს და იტალიურ ფეხბურთს ალღოს სწრაფად უღებს. მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.“

გათიშვა