ბარელა:“ინტერმა თავისი ‘კვერცხები’ ყველას დაანახა“
ინტერმა ლევერკუზენი დაამარცხა და მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა,ნიკოლა ბარელამ მცირე კომენტარი გააკეთა.
„ყველას,ვინც იძახდა,რომ ჩვენ შეკრული გუნდი არ ვართ,დღეს საწინააღმდეგო დავუმტკიცეთ და დავანახეთ,რომ დიდი კვერცხები გვაქვს.
„პენალტის გაუქმენის მომენტი?მე მოედანზე ვიყავი დავარდნილი და ბურთი ხელზე თავისით მომხვდა,თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის.ჩვენ ნახევარფინალში გავედით და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.
„თამაშის მოკვლა ბევრად ადრე შეგვეძლო,რადგან უამრავი მომენტი გვქონდა,თუმცა ბაიერი ძალიან კარგი გუნდია და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.
„ჩვენ ისე ვითამაშეთ,როგორც გუნდმა და ჩვენი თავებით ვამაყობთ.ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.“