Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარელა:“კონტემ უკეთეს ფეხბურთელად მაქცია“

ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი ნიკოლო ბარელამ გააკეთა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი შემადგენლობა გვყავს, ძალიან ბედნიერი ვარ.

„გუნდში ახალი ერა დაიწყო და ფორმის დაბრუნება თავიდან ადვილი არ ყოფილა. მე ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა საბედნიეროდ შეცდომებზე ვისწავლე. როდესაც შენ უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ და შესანიშნავი მწვრთნელი გყავს, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება გეძლევა.

„კონტემ ჩემი მენტალობა და ჩემი თამაშის სტილი გააუმჯობესა. ახლა თამაშის დროს გონებას უფრო მეტად ვიყენებ და შეტევაში თამაშსაც ბევრად მოვუმატე. აქამდე უფრო დაუფიქრებლად, ინსტიქტურად ვმოქმედებდი, თუმცა ერიქსენთან, სენსისთან და სხვებთან ერთად თამაშმა უფრო მეტი აზროვნებისკენ მიბიძგა.

„ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, თუმცა მჯერა, რომ ამ გუნდში, კონტესთან ერთად, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოვაჩენ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.