Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელამ ბაიერნი და ატლეტიკო უარით გაისტუმრა

იტალიური მედიის ინფორამციით, ბარელასთან მოლაპარაკებების წამოწყება არაერთმა გრანდმა სცადა, თუმცა ინტერის ნახევარმცველს კარიერის ნერაძურის რიგებში გაგრძელება სურს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ბარელას ტრანსფერზე ბაიერნი და ატლეტიკო გააქტიურდნენ და რეკორდმაისტერმა ბენეამატას მის სანაცვლოდ 70 მილიონც შესთავაზა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელი მოლაპარაკებების დაწყებასაც არ აპირებს.

ინტერი ბარელასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ის გუნდის ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევა.