Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა – ინტერის მომავალი კაპიტანი

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ნიკოლო ბარელას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებს და სურს, რომ ჰანდანოვიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ ის გუნდის ახალი კაპიტანი იყოს.

24 წლის ბარელა ინტერის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და მისმა გამორჩეულმა თამაშმა არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, თუმცა ნერაძური მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

ბარელა ინტერს კალიარიდან 2019 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სეზონში 2.5 მილიონს იღებს, წყაროს ცნობით კი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ მისი ხელფასი 4.5 მილიონი იქნება.

გათიშვა