Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა – ინტერის მომავალი კაპიტანი

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლო ბარელა სამირ ჰანდანოვიჩის შემდეგ ინტერის კაპიტანი გახდება.

იტალიელი ფეხბურთელი ნერაძურის 2018 წელს კალიარიდან, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა მისი ფასი მინიმუმ გაორმაგებულია.

წყაროს ინფორმაციით, სამირ ჰანდანოვიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ნერაძურის კაპიტნის სამკლაურს სწორედ 24 წლის ფეხბურთელი ჩაიბარებს.

ინტერი ბარელას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს და სურს, რომ მას მინიმუმ 5-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.

ბარელამ მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.