Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარელა:“ ინტერის სიღრმე გადამწყვეტი იქნება“

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რომელშიც ინტერი სან სიროზე ბორუსია გლადბახს დაუპირისპირდება, ბარელამ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალია და უნდა ვისწავლოთ, თუ დავხუროთ თამაში ევროპის საუკეთესო გუნდებთან.

„ამ ტურნირზე მარტივი თამაშები და გარანტირებული შედეგები არ არსებობს. სერია ა-სგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში ფინალის ტოლფასია.

„კონტე ? ის ინტერში მოსვლის დღიდან ძალიან მეხმარება და ჩემი აზრით, ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ.

„ინდივიდუალური ზრდის გარდა, ანტონიომ გუნდი გააერთიანა და თითოეული ჩვენგანი მზად არის, რომ ერთმანეთს ყველაფერში დაეხმაროს.

„სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი მოვიდა. ჩვენ ახლა უფრო ღრმა შემადგენლობა გვყავს და დამღლელი სეზონის პირობებში ეს შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.“