Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა:“ ინტერი არა დაცვით, არამედ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს…“

ინტერის იტალიელმა ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ინტერს ჩემპიონობის მოპოვება მიმდინარე კვირის ბოლოს შეუძლია, თუმცა ბოლო მატჩებში ნერაძური არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება.

„გადაღლილობა ჩვენს თამაშს უკვე ეტყობა, რადგან ეს ძალიან რთული და დატვირთული წელი იყო, რომელშიც დასვენების საშუალება ფაქტობრივად არ გვქონდა. ყველაზე მნიშნელოვანი ახლა საბოლო ოშედეგის მიღებაა და ჩვენ გადაღლილობა არ გვაშინებს.

„როგორც ახლა, გასულ სეზონშიც ჩვენი მთავარი ამოცანა სკუდეტოს მოპოვება იყო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ევროპა ლიგის ფინალში გავედით, რომელშიც მართალია დავმარცხდით, მაგრამ ჩვენ ამ მარცხმა მოტივაცია შეგვმატა, რომ უკეთესები გავმხდარიყავით.

„კრიტიკა ინტერის სტილის მიმართ ? ძალიან ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ზედმეტად დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ძალიან ორგანიზებული ფეხბურთია, ჩვენ ძლიერი იდენტობა გვაქვს, თავს ერთად ვიცავთ და ერთად ვუტევთ. ვიცით, რომ წინ გვყავს ფორვარდები, რომლებიც გოლის გატანას ურთულეს სიტუაციაშიც შეძლებენ.

„ანტონიო კონტეს თითოეულ ჩვენგანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ეს მისი მოსვლსი პირველი დღიდან ასეა, ჩვენ უბრალოდ მის ინსტრუქციებს მივყვებით და ვიცით, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

„რამ გამოიწვია ჩემი განვითარება ? მე ბოლო 2 სეზონის განმავლობაში უდიდესი ჩემპიონების გვერდით ვვარჯიშობ. ადრე ძალიან ბევრ ცუდ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაგრამ თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე და ახლა ნაკლებ შეცდომას ვუშვებ, თუმცა ისიც ვიცი, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს.

„რა თვისებებს ავიღებდი ერიქსენისგან და ბროზოვიჩისგან ? კრისტიანისგან მის უდიდეს ხარისხს და ელეგანტურობას ავიღებდი, რადგან მას ნებისმიერ მანძილზე იდეალური გადაცემის გაკეთება შეუძლია. ბროზოვიჩს კი წარმოუდგენელი გამძლეობა და ბრძოლის უნარი აქვს.

„ლუკაკუ და ლაუტარო ? რომელუ მაშინაც კი, როდესაც გუნდს თამაში არ მისდის, ძალიან სახიფათოა და გოლის გატანა ძალიან დიდი სირთულეების მიუხედავად შეუძლია, ლაუტარო კი  არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევას და ნახევარდაცვას შესანიშნავად აკავშირებს. მე ვიცი, რომ თუ მათ ბურთს მივცემ, დანარჩენს ისინი მიხედავენ.

„იუვენტუსთან გამარჯვება ? ეს მატჩი 3 ქულაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. ჩვენ მივხვდით, რომ ძლიერები ვიყავით და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლო.“