Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა:“ ინტერი კონტესთვის იდეალური გუნდია“

ნიკოლო ბარელას აზრით, ანტონიო კონტემ ინტერი თავისთვის იდეალურ გუნდად აქცია.

„ანტონიო კონტეს თავისი გამორჩეული იდეები აქვს, რომლებსაც ჩვენ უკვე 2 წელია ვსწავლობთ და მათი დანახვა ინტერის თამაშის ყურებისას მარტივად შეიძლება.

„კონტე არა მხოლოდ მენტალურად ან ვარჯიშის მხრივ, არამედ ყველაფერში ძალიან ძლიერია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და შენგანაც იგივეს ითხოვს, ამიტომ მისი იდეების გაანალიზება ყოველთვის მარტივი არ არის.

„გასულ სეზონში ჩვენ კონტეს გუნდი ვიყავით, ახლა კი ჩვენ კონტეს სრულყოფილი გუნდი ვართ, რომელსაც მისი იდეები ზედმიწევნით კარგად იცის და ანტონიოს ხედვას ბოლომდე იზიარებს.“