Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარელა:“ კონტეს გუნდში დარჩენის გამო ბედნიერი ვარ“

ნიკოლო ბარელამ ანტონიო კონტეს და ნერაძურის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„ინტერს ძალიან დიდი და ამბიციური პროექტი აქვს, რომელსაც ახლა ჩვენ ერთად ვაშენებთ. ევროპა ლიგის ფინალში მარცხი ძალიან დიდი დარტყმა იყო, რადგან ტიტულის მოსაგებად ძალიან ბევრი ვიშრომეთ, თუმცა ფინალში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღეთ და იქ აუცილებლად დავბრუნდებით.

„კონტეს დარჩენამ როგორც მე, ასევე ჩემი თანაგუნდელები ძალიან გაგვახარა. ანტონიო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია და მასთან ერთად ინტერი დიდ გამარჯვებებს მიაღწევს.“

23 წლის ბარელასთვის გასული სეზონი ინტერში სადებიუტო იყო, თუმცა ახალგაზრდა იტალიელმა თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. მან ნერაძურის მაისური 41 მატჩში მოირგო, 4 გოლი გაიტანა დად 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.