Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა:“ მანჩინის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები“

ინტერის და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და რობერტო მანჩინის მადლობა გადაუხადა.

„მინდა რობერტო მანჩინის მადლობა გადავუხადო, რომელმაც აძურის რიგებში თამაშის საშუალება ჯერ კიდევ 2019 წელს მომცა, როდესაც მე კალიარის რიგებში ვთამაშობდი.

„მან მოახერხა და გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა, რაც მარტივი არ არის, რადგან ბევრი ჩვენგანი ერთმანეთის კონკურენტ გუნდში თამაშობს, თუმცა აძურის მაისურით თითოეული ჩვენგანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით.

„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელშიც როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელების იდეალური ნაზავია. გუნდმა თავისი პოტენციალი უკვე ყველას დაანახა და ჩვენ ევროპის ჩემპიონატს ამბიციურად ვხვდებით.“

ბარელამ ჟორჟინიოს და ვერატის შესახებაც ისაუბრა.

„ჟორჟინიო თამაშს იდეალურად კითხულობს, ის პასს არასოდეს აგვიანებს და თავდამსხმელებმა იციან, რომ კარგი პოზიციის შერჩევის შემთხვევაში, ჟორჟინიო ბურთს მათთან აუცილებლად მიიტანს.

„ვერატის რაც შეეხება, ის უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც რომც მოინდომო, ვერ წააქცევ.“