Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა:“ ჩვენ ჩემპიონები ვართ და თასისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ინტერის ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ 2021 წელი შეაფასა და იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„2021 წელი შესანიშნავი გამოვიდა. მე ინტერთან ერთად სკუდეტო, იტალიაში კი ევროპის ჩემპიონატის მოგება მოვახერხე, შემდეგ კი გუნდთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, რის გამოც ძალიან ვამაყობ.

„მე და ჩემს თანაგუნდელებს დღეს იუვენტუსის დამარცხება და კიდევ ერთი ტიტულსი მოგება გვსურს. ტურინელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ჩვენ ჩემპიონები ვართ და მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ.