Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა ხელფასის გაორმაგებას ითხოვს…

ლაუტარო მარტინესის პარალელურად, ინტერი მოლაპარაკებებს ნიკოლო ბარელასთანაც აწარმოებს და იტალიელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს

იტალიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ნერაძურისთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ბენეამატას მასთან ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესის თავიდან არიდება სურს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ბარელაა, მაგრამ ის ამჟამინდელი ხელფასის – 2.5 მილიონი ევროს გაორმაგებას ითხოვს და სურს, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს მსგავსად სეზონში 5 მილიონი მიიღოს.