Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარელა:“ 23 ნომერი ლებრონის გამო მაცვია“

ნიკოლო ბარელას თქმით, მისი შთაგონების წყარო ლებრონ ჯეიმსი და ალენ აივერსონი არიან.

„მე კალათბურთს 4 წელი ვთამაშობდი. ჩემს ოჯახში ბევრი კალათბურთელია, მაგრამ ჩემი ბიძაშვილები ჩემზე უკეთესები არიან.

„კალათბურთზე ინტერში ლუკაკუსთან, ჰაკიმისთან და ლაუტაროსთან ვსაუბრობ ხოლმე, ჩვენ NBA-ს ყურადღებით ვადევნებთ თვალს, იტალიის ნაკრებში კი კალაბრიას, პერინის და კიელინისთან საინტერესო საუბრები მაქვს ხოლმე.

„ალენ აივერსონის მაისური იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვიყიდე. მისი გაბარიტების მქონე კალათბურთელის ნახვა, რომელიც გოლიათების წინააღმდეგ დომინირებდა, ინსპირაცია გახდა. მის გარდა კი ლებრონ ჯეიმსიც შთაგონების წყაროა, სწორედ მის გამო მაცვია 23 ნომერი.

„ლებრონის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ მას თავისი თანაგუნდელების უმაღლეს დონეზე აყვანა შეუძლია და გარშემო ყველას უკეთესად აქცევს.

„რონალდუ ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია. მას აქვს ტალანტი, მუშაობის სურვილი, განგრძლივი კარიერა და სურვილი, რომ მთელი გუნდი უმაღლეს დონეზე აიყვანოს.

„NBA-ს მოგება ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ტოლფასია. ეს სკუდეტოზე მნიშვნელოვანია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ორივეს მოგებას შევძლებთ.“

გათიშვა