Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარონე:“ ვლაჰოვიჩთან მიმართებაში იმედიანად ვართ განწყობილი“

ფიორენტინას გენერალურმა დირექტორმა ჯო ბარონემ დუშან ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

„დუშანი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მან ეს კარგად იცის.

„ჩვენ ფეხბურთელის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და როგორც პრეზიდენტმა თქვა, მას გუნდის ისტორიაში უდიდეს კონტრაქტს ვთავაზობთ. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკეები წარმატებულად დასრულდება.“