Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსამ დაადასტურა, რომ პიანიჩი გუნდს სავარაუდოდ დატოვებს…

ბარსელონას დირექტორმა მატეუ ალემანიმ დაადასტურა, რომ იუვენტუსის და რომა სატრანსფერო სამიზნე მირალემ პიანიჩი სავარაუდოდ გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

იტალიურ და ესპანურ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ბოსნიელი ფეხბურთელი კუმანის გეგმებში არ შედის და ბლაუგრანა ფეხბურთელის გაშვებას და მისთვის გადასახდელი ხელფასის დაზოგვას ცდილობს.

„როგორც პიანიჩს, ასევე უმტიტის შესანიშნავი კარიერა აქვთ და ისინი უდიდესი პროფესიონალები არიან, მაგრამ მათ გასულ სეზონში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონიათ.

„ჩვენ სიტუაცია კარგად ვიცით და მათთვის ახალი გუნდების ძებნას უკვე განვიხილავთ. ბარსელონას დატოვება პირველ რიგში მათ ინტერესშია, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღონ.“

პიანიჩი ბარსელონაში გასულ ზაფხულს იუვენტუსიდან 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, საპირისპირო მხარეს კი არტურ მელო წავიდა, რომელიც იუვენტუსს 72 მილიონი დაუჯდა.

გასულ სეზონში პიანიჩმა ბარსას რიგებში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სასტარტოში თამაში მხოლოდ 11-ჯერ დაიწყო.