Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსამ იუვენტუსს ხმაურიანი ბარტრი შესთავაზა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, ბარსელონამ იუვენტუსს პაულო დიბალას სანაცვლოდ ანტუან გრიზმანი შესთავაზა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიანკონერი ამ ბარტერს დათანხმდეს.

დიბალამ გასული სეზონი ტრავმების და კონკურენციის გამო ჩააგდო და იქიდან გამომდინარე, რომ მისი კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ლა ჯოიას გუნდიდან წასვლის შესახებ საკმაოდ ხშირად იწერებოდა, მაგრამ მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბიანკონერი დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე მუშაობს.

ამ ბარტერის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იუვემ დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, რაც ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია.