Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსას ამრაბატის ტრანსფერში კონკურენციას მანჩესტერი გაუწევს

იტალიური მედიი ცნობით, ბარსელონას ფიორენტინას ნახევარმცველის სოფიან ამრაბატის ტრანსფერში კონკურენციას მანჩესტერ იუნაიტედი გაუწევს.

ამრაბატის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაროკოელმა ფეხბურთელმა მუნდიალზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მას ყველაზე ხშირად ბარსელონას უკავშირებდნენ, თუმცა SportItalia-ს ცნობით, ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოითხოვა.

წყაროს ცნობით, იები ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც არც ესპანურ, არც ინგლისურ გრანდს არ უნდა გაუჭირდეს.