Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა ვეინალდუმის ალტერნატივად ნაპოლის და რომას ფეხბურთელებს მიიჩნევს

ჯორჯინიო ვეინალდუმმა ბოლო წამს ბარსელონაში გადასვლა გადაიფიქრა და მან კონტრაქტი პსჟ-სთან გააფორმა, ბლაუგრანამ კი მისი ალტერნატივების ძიება უკვე დაიწყო და თვალი რომას ლორენცო პელეგრინის და ნაპოლის ფაბიან რუისს დაადგა.

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, ბლაუგრანასთვის პრიორიტეტული სამიზნე ნაპოლის ესპანელი ნახევარმცველია, თუმცა დე ლაურენტისი 25 წლის ფეხბურთელს 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ ესპანელები პარალელურად მის ალტერნატიულ ვარიანტად რომას ლორენცო პელეგრინის მიიჩნევს, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევრო აქვს მითითებული.