Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა ინტერს კესი-ბროზოვიჩის ბარტერს სთავაზობს

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა ინტერს ხმაურიან ბარტერს სთავაზობს.

გამოცემა Marca-ს ცნობით, ბლაუგრანა მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება და მზად არის, მის სანაცვლოდ იტალიურ გრანდს ფრანკ კესი შესთავაზოს.

მილანის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კატალოენიელებს მიმდინარე სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ჩავის გეგმებში არ შედის და გუნდს მისი გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შესაძლოა გუნდებმა კონტაქტი განაახლონ.