Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა ნაპოლის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

ბარსელონას ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ბოლო პერიოდში არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს და მათ სიას ნაპოლიც შეემატა.

ბლაუგრანა უკვე დიდი ხანია ნაპოლის ესპანელი ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან პარტენოპეის მის სანაცვლოდ მირალემ პიანიჩი შესთავაზონ, თუმცა წყაროს ცნობით დე ლაურენტისი ამ ბარტერს სკეპტიკურად უყურებს.