Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა პიანიჩის სანაცვლოდ იუვეს 3 ფეხბურთელს სთხოვს

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, მირალემ პიანიჩის ინტერესზე ტურინული გრანდის მხრიდან საუბრები არ წყდება და Daily Express-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა მზად არის ბიანკონერის ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიელებმა მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ ტრანსფერში მატიას დე ლიხტი, ალექს სანდრო ან როდრიგო ბენტანკური მოითხოვეს.

მატიას დე ლიხტი ბარსელონას საოცნებო ტრანსფერად რჩება, თუმცა მისი იუვენტუსიდან წასვლა მინიმუმ ერთი სეზონი გამორიცხულია. ბენტანკურს და სანდროს კი იუვენტუსში საკმაოდ რთული სეზონი ჰქონდათ და მათი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის, თუმცა საბოლოო სიტყვა მაქს ალეგრის ეკუთვნის და მოისურვებს თუ არა იუვე პიანიჩის დაბრუნებას, სწორედ იუვეს ახალი თავკაცის გადასაწყვეტია.