Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსა პიანიჩს უფასოდ უშვებს, ინტერი და იუვე საქმეში არიან…

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სახელფასი ჭერის შემცირების გამო ბარსელონა მზად არის მირალემ პიანიჩს და სამუელ უმტიტის კონტრაქტები საერთო შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტოს და ისინი გუნდიდან უფასოდ გაუშვას.

გასულ კვირას Marca-მ დაწერა, რომ ბარსელონას მესისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად სახელფასო ჭერის 200 მილიონის გამონთავისუფლება სჭირდება და ბლაუგრანა ისეთი ფეხბურთელების გაშვებას გეგმავს, რომლებიც კუმანის გეგმებში არ შედიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით, უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი თქვა, თუმცა პიანიჩი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სერია ა-ში დაბრუნების იმედი აქვს.

წყაროს ცნობით, მისი უფასოდ დამატების სურვილი ინტერმა და იუვენტუსმა გამოთქვეს, თუმცა პიანიჩის სურვილის გამო ფავორიტად ტურინელები მიიჩნევიან.