Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონამ ბუფონის დამატება სცადა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონამ ჯიჯი ბუფონს მეორე კიპერის პოზიცია შესთავაზა, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა უარი განაცხადა.

ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, თუმცა 43 წლის კარის დარაჯს კარიერის დასრულება არ სურს და მიღებულ ვარიანტებს განიხილავს, თუმცა ესპანური Sport-ის ცნობით, მას მეორე კიპერის როლი არ აკმაყოფილებს და ისეთ წინადადებას ელოდება, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.