Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონამ ინტერს დე ვრეის ტრანსფერზე მიმართა, თუმცა…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანამ ინტერთან რონალდ კუმანის მოთხოვნით 28 წლის უკანახაზელის, სტეფან დე ვრეის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა.

კუმანმა ფეხბურთელის შესაძლებლობები ნიდერლანდების ნაკრებიდან ძალიან კარგად იცის და ბარსელონას დაცვის ხაზის გაძლიერება მისი ტრანსფერით სურს, თუმცა გამოცემის მტკიცებით ინტერისგან მყისიერი უარი მიიღო.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინტერის მაისურით 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ანტონიო კონტეს ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და გუნდი მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.