Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონამ იუვეს გრიზმანის ტრანსფერი შესთავაზა

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, სერხიო აგუეროს გაფორმების შემდეგ, ბარსელონას პეზიდენტს ხოან ლაპორტას ანტუან გრიზმანის გაშვება სურს და ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ფრანგი ფორვარდი შესთავაზა, ტურინის იუვენტუსია.

30 წლის შემტევი ბარსელონაში ატლეტიკოდან 2019 წელს, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მაგრამ მან ბლაუგრანას რიგებში თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა ვერ მოახერხა.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ამ ეტაპზე ნახევარდაცვის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული და გრიზმანის ვარიანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ ან პაულო დიბალა დატოვებენ. წყაროს ცნობით, ბარსელონა გრიზმანის იჯარით გაშებაზეც არ იტყვის უარს, თუ დაინტერესებული მხარე მის ხელფასს სრულად დაფარავს.