Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონამ პიანიჩს ფასი დაადო

მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, მირალემ პიანიჩის სახელი ტურინულ გრანდს არაერთხელ დაუკავშირეს და SportMediaset-ის ინფორმაციით, გასულ ზაფხულში იუვენტუსიდან 60 მილიონად ნაყიდ პიანიჩს ბლაუგრანა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

წყაროს ინფორმაციით, ბარსელონა არც ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე იტყვის უარს, ოღონდ დაინტერესებულ მხარეს ფეხბურთელის ხელფასის სრულად გადახდა მოუწევს.

იუვენტუსის გარდა, ბოსნიელი ნახევარმცველის სახელი ინტერსაც დაუკავშირეს. პიანიჩისტვის პრიორიტეტული იუვენტუსში დაბრუნებაა, თუმცა თუ ბიანკონერიმ მის გაფორმებაზე უარი თქვა, მირალემი ინტერის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

გათიშვა