Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონამ სუარესი განაცხადში არ შეიყვანა

იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნე, ლუის სუარესი ბარსელონამ Gimnastic de Terragona-სთან გასამართი ამხანაგური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და Marca-ს ინფორმაციით, ის გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

ურუგვაელი ფეხბურთელის იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ ბოლო დღეებში არაერთმა წყარომ ისაუბრა, თუმცა სუარესი ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და არც მისი იტალიური პასპორტის შესახებ ისმის რამე ახალი…

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი იუვენტუსის გარდა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის მადრიდის ატლეტიკოში გადაბარგებას.

Leave a Reply

Your email address will not be published.