Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას ახალი შეთავაზება სუარესს

ბლაუგრანა ლუის სუარესის გუნდიდან გაშვებას ცდილობს და წასვლის წინააღმდეგი არც თავად ურუგვაელი ფეხბურთელია, თუმცა მას კონტრაქტში დარჩენილი 1 წლის ხელფასის, 15 მილიონი ევროს მიღება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარსელონას დატოვებას არ აპირებს.

ბარსელონას სურდა, რომ ეს თანხა იუვენტუსს, როგორც სატრანსფერო ღირებულება, ისე გადაეხადა, ტურინელები კი სუარესის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ ის გუნდს უფასოდ შეუერთდება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბლაუგრანამ აზრი შეიცვალა და მზად არის, ფეხბურთელს მომავალ სეზონში ასაღები ხელფასის ნაწილი გადაუხადოს, რასაც იუვენტუსში მიღებული თანხაც დაემატება და ურუგვაელს საერთო ჯამში ის თანხა ჩაერიცხება, რასაც ის ბარსელონაში დარჩენის შემთხვევაში მიიღებდა.

ტურინელები 33 წლის ფეხბურთელს სეზონში 6 მილიონს სთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას სუარესის გაშვება 9 მილიონი დაუჯდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.