Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას ბარელა სურს

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, კატალონიურ გრანდს ინტერის ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას გაფორმება სურს.

წყაროს მტკიცებით, ბლაუგრანას წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მათი ინტერესის შესახებ აცნობეს და იტალიელი ნახევარმცველის შესაძლო ხელფასიც განიხილეს.

ბარსელონას ინტერისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდში ნებისმიერ ტრანსფერზე ვეტოს დადების უფლება აქვს და ბარელას სანაცვლოდ წინადადება რომც მივიდეს, იტალიელი სპეციალისტი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მსურველს უარით გაისტუმრებს.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2024 წლის ივნისში იწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.