Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას დე ვრეის გაფორმება სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში ბარსელონა ინტერის უკანახაზელის სტეფან დე ვრეის გაფორმებას შეეცდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარსელონა მანჩესტერიდან ერიკ გარსიას გაფორმების შემდეგ, კიდევ ერთი ცენტრალური მცველის ძიებაშია და რონალდ კუმანს გუნდში თანამემამულე სტეფან დე ვრეის ხილვა სურს.

ინტერი ფინანსური კრიზისის გამო ნებისმიერ მიღებულ წინადადებას განიხილავს, თუმცა 29 წლის ფეხბურთელის იაფად გაშვებას არ აპირებს და წყაროს ცნობბით, ბლაუგრანას ნიდერლანდელი უკანახაზელის გაფორმება მინიმუმ 55 მილიონი დაუჯდება.