Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას დონარუმა მეორე კიპერად სურს…

ჯიჯო დონარუმას მილანიდან წასვლა ოფიციალურად უკვე საკმაოდ დიდი ხანია დადასტურდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელი ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.

მისი გაფორმებით ყველაზე მეტად ბარსელონა და იუვენტუსი ინტერესდებიან, Tuttomercato-ს ინფორმაციით კი ბლაუგრანა მზად არის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 10 მილიონი გადაუხადოს, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ბარსელონას ის არა ტერ შტეგენის, არამედ ნეტოს, გუნდის მეორე კიპერის შემცვლელად სურს.

დონარუმამ ასეთ პატარა ასაკში მილანის რიგებში 251 მატჩის ჩატარება მოასწრო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიელი კიპერი გუნდში მეორე მეკარის როლს დათანხმდეს.

პარალელურად მასთან მოლაპარაკებებს იუვენტუსიც აგრძელებს, თუმცა ბიანკონერის ჯერჯერობით შესნის გასხვისება უჭირს, ამიტომ შედარებით ნაკლებ ხელფასს – სეზონში 7.5-8 მილიონ ევროს სთავაზობს.