Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას დრო 7 ივლისამდე ქვს…

კატალონიის ბარსელონა ლაუტარო მარტინესის გაფორმებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს და ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა.

თუმცა,ცნობილმა ჟურნალისტმა განაცხადა,რომ ესპანელებს ლაუტაროს შესაძენად ვადა 7 ივლისამდე აქვს.მისი ინფორმაციით,თუ ამ თარიღამდე ბარსელონა მისი გამოსასყიდი თანხის,111 მილიონი ევროს გადახდას ვერ მოახერხებს,მილანელები ფეხბურთელს ახალ,გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ.

სწორედ 7 ივლისამდე აქვს არგენტინელი შემტევის გამოსასყიდ პუნქტს მოქმედების ვადა და მისი ამოწურვის შემდეგ,ანტონიო კონტეს მოთხოვნით ნერაძური ფეხბურთელს აღარ გაყიდის.

ერთადერთი დათმობა,რომელზეც ინტერი შესაძლოა წავიდეს,არის ფირპო ჯუნიორის ტრანსფერში ჩართვა და 90 მილიონი ევრო.

Leave a Reply

Your email address will not be published.