Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას იუვენტუსთან კოუტინიო არ ეყოლება

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფელიპე კოუტინიომ მადრიდის რეალის წინააღმდეგ მატჩის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო და28 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

ტურინელები კი თავის მხრივ იმედს არ კარგავენ, რომ ბლაუგრანასთან თამაშს მოახერხებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერჯერობით კორონა ვირუსის დამარცხებას ვერ ახერხებს, თუმცა არსებობს ხმები, რომ თუ მისი ტესტი თამაშამდე 24 საათით ადრე უარყოფითი იქნება, UEFA რონალდუს თამაშის საშუალებას მისცემს.