Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას იუვენტუსის უკანახაზელი სურს

Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ბარსელონა დანიელე რუგანის ტრანსფერზე გააქტიურდა.

კატალონიელებს მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის, ერიკ გარსიას გაფორმება სურდათ, რომელიც მათი აკადემიის აღზრდილია, თუმცა ესპანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და უფრო იაფ ალტერნატივებს ეძებს.

26 წლის რუგანი იუვენტუსს 2015 წელს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა იტალიელი უკანახაზელი გუნდის პირველი ოფცია დაცვის ხაზში არასოდეს ყოფილა და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.