Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას ლაუტაროს ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ლაუტარო მარტინესის სახელს ბარსელონას ჯერ კიდევ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან უკავშირებენ, თუმცა მაშინ ბლაუგრანამ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს გადახდა ვერ მოახერხა.

მიუხედავადა ამისა, ლაუტარო ბარსელონას ნომერ პირველ სატრანსფერო სამიზნედ რჩება, თუმცა ამჯერად მათ სერიოზული კონკურენტი ჰყავთ.

Eurosport, Marca და არგენტინული გამოცემა TyC Sports-ის მტკიცებით, სიტი აგუეროს შემცვლელს ეძებს და გუარდიოლას მოთხოვნით მათი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ ლაუტაროა, მის ტრანსფერს კი ის ფაქტიც ხდის რეალურს, რომ დიდი ალბათობით ლეო მესი სიტის შეუერთდება.