Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას მარტინესის გაფორმება არ შეუძლია

ესპანური გამოცემის,Mundo Deportivo-ს ცნობით,კატალონიელებს მარტინესის გასაფორმებელი ფინანსები არ აქვთ.

ბლაუგრანა 22 წლის არგენტინელის გაფორმების სურვილს არასდროს მალავდა,თუმცა ინტერი მისი გამოსასყიდი თანხის,111 მილიონი ევროს დაკლებას არ აპირებს,რისი გადახდაც ესპანელებს არ შეუძლიათ.

გამოცემის მტკიცებით,კატალონიელებს კორონავირუსის პანდემიის გარდა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ,ისინი ფეხბურთელებს ვერ ყიდიან.

იუვენტუსმა ეს თავის თავზე გამოსცადა,როდესაც იტალიელებს არტურ მელოს გაფორმება სურდათ და არც ბარსელონა იყო მისი გაშვების წინააღმდეგი,თუმცა ფეხბურთელმა ყველა წინადადება დაბლოკა და გუნდის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ასეთი ვითარებაა არტურო ვიდალის,უსმან დემბელეს და ბევრი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაშიც,რომლებიც გუნდს ბალასტად აწვებიან და ესპანური გრანდი მათ მოშორებას ვერ ახერხებს.