Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას მარტინესის გასაფორმებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება

არგენტინელი შემტევის კონტრაქტში არსებული პუნქტი,რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა,7 ივლისს იწურება და თუ ესპანელებს მისი გაფორმება სურთ,მათ ამისთვის 1 თვეზე ნაკლები დარჩათ.

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა,რომ თუ არც ერთმა დაინტერესებულმა გუნდმა მარტინესის გამოსასყიდი თანხა 7 ივლისამდე არ გადაიხადა,მაშინ არგენტინელი გუნდში დარჩება.

მარტინესის გაფორმება ბარსელონას გარდა მადრიდის რეალს,ლივერპულს და მანჩესტერ იუნაიტედსაც სურთ,თუმცა ფეხბურთელმა მესისთან თამაშის სურვილი ღიად დააფიქსირა.

Leave a Reply

Your email address will not be published.