Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას მესის შემცვლელად დიბალა სურს

ბლაუგრანადან ლეო მესის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები არ წყდება და კატალონიელები მის შესაძლო შემცვლელებს უკვე ეძებენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მოთხოვნით, თუ მესი ბარსელონადან მართლაც წავიდა, მის შემცვლელად გუნდი პაულო დიბალას გაფორმებას შეეცდება.

დიბალა და იუვენტუსი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. პრობლემა ლა ჯოიას მიერ მოთხოვნილი 14 მილიონი ევროა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, რასაც ის მიმდინარე ხელშეკრულებით იღებს.

არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსში მე-4 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მის წინ კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი და მატიას დე ლიხტი არიან.

მესის კონტრაქტი ბარსელონასთან 2021 წლის ივნისში იწურება და არაერთმა ესპანურმა გამოცემამ უკვე დაწერა, რომ ლეო ბარსადან წასვლასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

Leave a Reply

Your email address will not be published.