Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას მცველი რომას სატრანსფერო სიაში

ესპანური მედიის ინფორმაციით, რომა ბარსელონას უკანახაზელის სერჟინო დესტის გაფორმებით ინტერესდება.

Todofichajes-ის ინფორმაციით, 21 წლის ამერიკელი ფეხბურთელი ბლაუგრანას თავკაცის ხავის გეგმებში არ შედის და ესპანური გრანდი ფეხბურთელის გასხვისებას ზამთარში აპირებს, მის იგაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი სწორედ რომაა.

წყაროს ცნობით, ბარსელონა ახალგაზრდა მარცხენა მცველის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს და მის ტრანსფერში რომას კონკურენციას მონაკო გაუწევს.