Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას ფორვარდი იუვენტუსის და რომას რადარზე…

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ფორვარდი მემფის დეპაი ბლაუგრანას რიგებში ბედნიერი არ არის და მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

Todofichajes-ის ცნობით, ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც თავად ბარსელონას ხელმძღვანელობაა, რომელიც გუნდში ჩავის დაბრუნების შემდეგ შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, დეპაის გაფორმებით სამი გუნდი: იუვენტუსი, რომა და ტოტენჰემი ინტერესდებიან.