Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი:“ ინტერი 2006 წელს მესის სანაცვლოდ 250 მილიონს იხდიდა“

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატის, ხოან ლაპორტას თქმით, რომელიც კატალონიური გრანდის პრეზიდენტი 2003-10 წლებში უკვე გახლდათ განაცხადა, რომ ინტერი მესის გაფორმებას 2006 წელსაც ცდილობდა და მის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხასაც იხდიდა.

„ინტერი მზად იყო, მესის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაეხადა. ოთახში, სადაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით მე ნათლად დავუფიქსირე, რომ მესი არ იყიდებოდა, მორატიმ კი ლეოს სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შემომთავაზა.

„2006 წელს უკვე ვიცოდით, რომ მესი გუნდის ლეგენდა და მომავალ წლებში ლიდერი იქნებოდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მის სანაცვლოდ არაერთი სერიოზული წინადადება მივიღეთ, თუმცა მათ მაშინვე უარით ვისტუმრებდით.“