Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონა არტურს იუვენტუსში გადასვლისკენ მოუწოდებს

ესპანური მედიის მტკიცებით,ბარსელონა არტურ მელოზე ზეწოლას აძლიერებს.კატალონიელებს მელოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩის მიღება უნდათ.

ბლაუგრანას ეკონომიკურმა კრიზისმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაღენა და ფეხბურთელებში ბევრი ფულის დახარჯვა არ შეუძლია,ამიტომ ბევრი ევროპული გრანდის მსგავსად,ფეხბურთელების გაცვლისთვის ემზადება.

იუვენტუსმა და ბარსელონამ პირობები უკვე შეათანხმეს და ესპანეთში გადასვლის წინააღმდეგი არც მირალემ პიანიჩია.ერთადერთი,რაც ტრანსფერს წინ უდგას,არტურის უარია.

მას შემდეგ,რაც იუვენტუსმა ბარსელონას თვის ბოლომდე მისცა ვადა,კატალონიელებმა ბრაზილიელ ფეხბურთელზე ზეწოლა გააძლიერეს.სეტიენმა გუშინდელ შეხვედრაში არტური სათადარიგო შემადგენლობაში დატოვა და მის ნაცვლად არტურო ვიდალი ათამაშა.

24 წლის ფეხბურთელი ბარსელონას 2018 წელს გრემიოდან,31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.მიმდინარე სეზონში მან 24 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published.