Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ბერნარდესკის ტრანსფერზე მუშაობს…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო ბერნარდესკის გაფორმებას ცდილობს და ფეხბურთელის აგენტთან ტურინში პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

ბერნარდესკის იუვენტუსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იმის გამო, რომ ბიანკონერის ფედერიკოსთვის ხელფასის შემცირება სურს, მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

Tuttomercato-ს ცნობით, ბარსელონა მზად არის მას წლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ იტალიელი ფეხბურთელი ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.