Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ბერნარდესკის ტრანსფერით არ ინტერესდება

გუშინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატალონიის ბარსელონას წარმომადგენლებმა ტურინში იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო ბერნარდესკის აგენტთან მოლაპარაკებები გამართეს და სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გაფორმება სურდათ.

ბერნარდესკის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ბლაუგრანა მის გაფორმებას უფასოდ გეგმავდა.

თუმცა TuttoJuve-ს ცნობით, ბარსელონასთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარტვეს და აღნიშნეს, რომ იტალიელი ფეხბურთელი ბარსელონას სატრანსფერო სიაში არ იმყოფება.