Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბარსელონა და იუვენტუსი მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა და იუვენტუსი ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბლაუგრანას ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი არ შედის, იუვე კი თავის მხრივ გონსალო იგუაინის შემცვლელის ძიებაშია და ამ ტრანსფერით ორივე გუნდი იხეირებს.

ტურინელები სუარესის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ამუშავდებიან, თუ ედინ ჯეკო იუვენტუსში გადასვლაზე უარს განაცხადებს.

33 წლის ფეხბურთელს, რომელშიც ბარსელონამ 2014 წელს 82 მილიონი ევრო გადაიხადა, ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და არ არის გამორიცხული, იუვემ მისი ხელშ ჩაგდება უფასოდ მოახერხოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.