ბარსელონა და იუვენტუსი მოლაპარაკებებს განაგრძობენ…

მხარეები მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს გაცვლის იდეას კვლავ განიხილავენ.

30 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი ბარსელონას სატრანსფერო სიის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.პიანიჩმა კატალონიელთა რიგებში თამაშის სურვილი უკვე დააფიქსირა.

მეორეს მხრივ,არტურ მელოს ესპანური გრანდის დატოვება არ სურდა,თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით,23 წლის ბრაზილიელმა შესაძლოა აზრი შეიცვალოს და ტურინში გადაბარგდეს.

არტურ მელოს გარდა,ტურინელები მირალემ პიანიჩის ჟორჟინიოში გაცვლასაც ცდილობენ.ჩელსის ნახევარმცველი მაურიციო სარის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და ნაპოლის და ჩელსის შემდეგ,მისი მიყვანა ტურინის იუვენტუსშიც სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.